კბილების დაზიანება მხოლოდ ტკბილეულს კი არა, სხვა პროდუქტსაც შეუძლია. სტომატოლოგები ასეთი პროდუქტების სიფრთხილით მოხმარების რეკომენდაციას იძლევიან. კბილებისთვის პოტენციურად სახიფათო პროდუქტების სია კი ასეთია:
პოპკორნი – შეიძლება, სიმინდის მარცვლის ნაწილები კბილებს შორის გაიჭედოს და ღრძილების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
ჩირი – სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ სახიფათოა კბილებისთვის, რადგან მასში არსებული ხილის შაქრის მაღალი კონცენტრაცია კბილების მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მზესუმზირა – ჩენჩოს მოცილების დროს, წინა კბილების ემალი ზიანდება. ხოლო, მისმა წვეტიანმა ფორმამ, შეიძლება, ღრძილები დააზიანოს და ანთებითი პროცესი გამოიწვიოს.
კოფეინის შემცველი სასმელები – ეს სასმელები, მოხმარებიდან ერთი საათის მანძილზე, ნერწყვის გამომუშავებას აფერხებს და ამ ხნის განმავლობაში, კბილები გარე საფრთხეებისგან დაუცველი ხდება.
ენერგეტიკული სასმელები – მჟავები და შაქარი, რომელსაც მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ეს პროდუქტი, ძალიან სწრაფად ანადგურებს კბილის ემალს.














































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)




















