ლიმონი
ციტრუსის მოყვარული ადამიანები, ხშირ შემთხვევაში იმ კატეგორიასაც მიეკუთვნებიან, რომელთაც ხილი საერთოდ არ უყვართ. ლიმონი მდიდარია უამრავი სასარგებლო ვიტამინით – გემრიელთან ერთად მულტუფუნქციურიც არის. თუ კუჭის მჟავიანობა არ გაწუხებთ, მიირთვით ლიმონიანი წყალი საუზმემდე, შედეგს თქვენ თითონ შეამჩნევთ!
შავი შოკოლადი
ნამდვილი შოკოლადი, შავი შოკოლადია! ყოველნაირი დანამატების გარეშე. ყოველდღიურად ერთი ფილა შავი შოკოლადი ენერგიასა და პროდუქტიულობას მოგანიჭებთ. მისი ზომიერი მიღება სასარგებლოა როგორც, ორგანიზმისთვის ასევე კანისთვისაც.
ანანასი
ნებისმიერი საკვების ვიზუალური ეფექტი, თითოეულ ჩვენგანში ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებს. ანანასი ზღვასთან, ტროპიკულ სანაპიროებთან და მზესთან ასოცირდება.
ავოკადო
ავოკადო, იგივე ალიგატორის მსხალი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულის სამეულში საპატიო ადგილს იკავებს. იგი შეიცავს კალციუმს,კალიუმს ფოსფორისა და რკინის ვიტამინებს და საკმაოდ გემრიელია.
კიტრი
აღმოსავლეთის უამრავ ქვეყანაში კიტრი სუფრის მთავარი ატრიბუტია. ამ ბოსტნეულს სტუმარს განსაკუთრებულლი პატივის ნიშნადაც კი მიართმევენ ხოლმე. ეს უკანასკნელი, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კალორიული ბოსტნეულია, რომელიც ყველაზემეტად ზაფხულის ცხელ დღეებს უხდება.

































































