წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცხიმს ანადგურებს და სასურველი გარეგნობის დაბრუნებაში ან შენარჩუნებაში გვეხმარება!
ზეთისხილი
ეს პროდუქტი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას და აკონტროლებს წონის მატებას. დღეში 10 ცალი ზეთისხილი ან 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი, ხელს უწყობს ცხიმების და მარილების ათვისებას და მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას.
ქიშმიში
100 გრ. ქიშმიში 276 კკალორიას შეიცავს! ეს ძალიან ბევრია და იმაზე მეტია, რასაც იმავე რაოდენობის თეთრ პურში შეიცავს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ზედმეტი წონის მოსაცილებლად, მასზე უკეთესი საშუალება არა არსებობს. ამასთან, მუქი ფერის სახეობა უფრო ეფექტურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხიმის მოცილება წელის არეში არის საჭირო.
დღეში 30 გრ. ქიშმიში წასახემსებლად, საუკეთესო საშუალებაა დასანაყრებლად და ზედმეტი ცხიმის დასაწვავად.
ქიშმიში შეგიძლიათ დღის საათებში მიირთვათ.
ნუში
დიეტოლოგების უმრავლესობის აზრით, გახდომის საიდუმლო დანაწევრებულ კვებაშია და რომ, დღის მანძილზე, ხშირი და ყოველ ჯერზე, რომელიმე სახის პროდუქტის მიღება, გახდომას ნამდვილად უწყობს ხელს. ხოლო, საღამოს საათებში, ნუში ხილთან ერთად — წახემსების საუკეთესო საშუალებაა.

































































