ხილი და სხვა საჭმელი
ხილის ჭამა არ შეიძლება სხვა საჭმელთან, ან სადილის დასრულებისთანავე. ბურღულეულთან და ხორცთან ერთად მათი მონელება ძალიან ნელა მიმდინარეობს. ხილი ჯობია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე შეჭამოთ.
ხორცი და სახამებელი
მეცნიერების კვლევების თანახმად, ხორცისა და იმ პროდუქტების მონელებას, რომლებიც სახამებელს შეიცავს, სხვადასხვა ფერმენტი სჭირდება. როდესაც ეს პროდუქტები ორგანიზმში ერთად ხვდებიან, ფერმენტები ერთმანეთს უშლიან, სწორად დაშალონ ცხიმი და სხვა მიკროელემენტები. ადამიანი კი სწრაფად იმატებს წონაში.
ციტრუსი და ხველის სიროფი
ციტრუსები: გრეიფრუტი, ლაიმი, ფორთოხალი და სხვები ხელს უშლიან ხველის სიროფის ორგანიზმში შეწოვას, რადგან უმეტესობა ასეთი წამლებისა შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც განსაზღვრული ფერმენტები სჭირდება. ციტრუსი ამ ფერმენტების მუშაობას უშლის ხელს და შედეგად, სისხლში წამლის კომპონენტები გროვდება, რომელსაც შეუძ₾ია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
პური და პომიდორი
პომიდორი დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს და პურთან, კარტოფილთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად (რომლებიც ნახშირწყლებითაა მდიდარი), ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. ჭამის შემდეგ დაღლილობას და ძილიანობას ამ ორი კომპონენტის შერევა იწვევს.
ბანანი და რძე
ეს კომბინაცია ბევრს უყვარს, მაგრამ ბანანი და რძე ერთად ძალიან ძნელი მოსანელებელია ორგანიზმისთვის. თუ უარს ვერ ამბობ ბანანისა და რძის შეიკზე, დაუმატე ცოტა კარდამონი ან მუსკატის კაკალი.
ხილი და იოგურტი
კენკრა და რძის პროდუქტები საკმაოდ მძიმე მოსანელებელია. მან შეიძლება იმუნიტეტის დაქვეითება ან ალერგია გამოიწვიოს.
კექსი და ხილის წვენები
ორივე პროდუქტში დიდი რაოდენობითაა შაქარი. ის სწევს სისხლში შაქრის დონეს, სწრაფად მოსანელებელია და მალე ისევ მოგშივდებათ. ამიტომ, ვინც წონაში მომატებისკენაა მიდრეკილი, ამ სიამოვნებაზე უარი უნდა თქვას.


































































