ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მარტივი პროდუქტი, რომელსაც ჰეპათოცელულარული კარცინომის განვითარებისგან შეუძლია დაცვას.
კვლევის მიხედვით, მარცვლეულის და მარცვლეულისგან მიღებული პროდუქტების ჭამა სიმსივნის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
მარცვლეულის პროდუქტებს აქვს უნარი შეაფერხოს ღვიძლის კიბოს განვითარება ინსულინზე დამოკიდებულების შემცირებით.
მეცნიერებმა 125 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეისწავლეს იმის შესამოწმებლად, რა გავლენას ახდენს ამ პროდუქტების რეგულარული მოხმარება ორგანიზმზე.
მამაკაცები და ქალები ავსებდნენ მონაცემებს მათი ჯანმრთელობის და კვების ჩვევების შესახებ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ 32 წლის განმავლობაში.
ამ პერიოდის განმავლობაში დაკვირვების 141 მონაწილეს დაუსვეს ჰეპათოცელულარული კარცინომის ან ღვიძლის კიბოს დიაგნოზი. მეცნიერებმა შეისწავლეს ონკოლოგიური დაავადებების და ადამიანების, რომელთა ჯანმრთელობაც ნორმალური დარჩა, რაციონი და მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: – დადგინდა, რომ მთელი მარცვლეულის პროდუქტების ხშირი მირთმევა უკავშირდება ჰეპათოცელულარული კარცინომის დაბალ რისკს.
მთელმა მარცვლეულმა ასეთი თვისებები მიიღო შემადგენლობის გამო. ქატო – მარცვლის გარე დამცავი ფენა, ენდოსპერმი – შუა ფენა და ჩანასახი. თეთრი პურისთვის ფქვილის მოსამზადებლად მთელი მარცვლეული მუშავდება, შორდება ქატო და ჩანასახი. თუმცა ჩჯანის თქმით, სწორედ მათში არის ყველაზე დიდი რაოდენობით ვიტამინები და და სხვა ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები.
ავტორი





































































