თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 18 ინფიცირებული პაციენტია, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულია და პროგნოზის გაკეთებას ვერ ახერხებენ.
„18 კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობის შესახებ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. 8 პაციენტი არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2 კრიტიკული პაციენტია თბილისში, გორშიც ასევე 2, საჩხერეში- 2 და ქუთაისში 3“,_ განაცხადა ენდელაძემ.