ბათუმში, “ბათუემელების” და “ნეტგაზეთის” დირექტორის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს _ დაცვის მხარე ჟურნალისტის 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს, პროკურატურა კი _ პატიმრობას.
ბრალდების მხარე მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება და მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.



































































