მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია _ ამის შესსახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარ პროკურატურაში საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
აბაზოვის დაკავება სავარაუდოდ მარნეულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება.
საქმე ეხება საჯარო, დამამცირებელი ბოდიშის მოხდას ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის გინებისთვის – სტუდია “მონიტორის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამდენიმე დღეში კი მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და სინანული, სახეზე, სავარუდოდ, შარდის წასმით გამოხატა.
სოციალურ ქსელში მომხდარს ამ პიროვნებაზე ადგილორივი ხელისუფლებისა და უშულოდ მარნეულის მერის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ, თუმცა, თემურ აბაზოვი ბრალდებას უარყოფს.