თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. მსჯავრდებულებმა ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნეს, თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება, რის სანაცვლოდაც, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებენ პროკურატურაში.