საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება.
„როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – განუცხადეს “გურია ნიუსს” უწყებაში.