ოზურგეთში, პურის გაძვირების თაობაზე, მოქალაქეებმა მაღაზიებში გამოკრული განცხადებებიდან შეიტყვეს. თუმცა, ყველა სავაჭრო ობიექტებზე, მაგალითად, „მაგნიტის“ ქსელში „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ მათ არაფერი იციან პურის გაძვირების თაობაზე.
შპს „ვასაძის პურის“ სარეალიზაციო მარკეტში დაგვიდასტურეს, რომ პური ძვირდება და დირექტორმა ბიძინა ვასაძემ კომენტარიც გააკეთა:
_ რა ვქნათ? ერთი ტომარა პურის ფქვილი წისქვილკომბინატებმა 7-8 ლარით გააძვირეს. ამიტომ ჩვენც იძულებული ვართ, მინიმალურად მაინც გავზარდოთ პურის ფასი, _ გვითხრა მან.
„არჩევნების მეორე დღესვე რომ პურის გაძვირებას გპირდება, კაი ხელისუფლებაა! რას ერჩი, სიმართლის მოყვარული მთავრობაა, ტყუილს ხომ არ გვაკადრებენ? _ გვითხრეს მარკეტის წინ მდგარმა ადამიანებმა.
[sexy_author_bio]