დღეს, ოზურგეთში, ერთი ტომარა, 25 კილოგრამიანი ფქვილი, ხარისხის მიხედვით, 37-40-47 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კი, ფასები 50 ლარიდან იწყებოდა და ასევე ხარისხის მიხედვით, 56 ლარამდე მერყეობდა.
თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარაქა“ ის ობიექტია, სადაც მრავალი დასახელების პურისფქვილი, ქატო და მარცვლეული იყიდება.
კითხვაზე, გაიაფდება თუ არა პური, აქ პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ფქვილის ფასები იციან.
_ბევრი შემომტანია. გაიაფდა და კარგია. ხალხს უხარია. ეშინიათ, რომ კვლავ არ გაძვირდეს და ზოგი ორ-სამ ცალ ტომარას ყიდულობს, – გვეუბნებიან აქ.
„გურია ნიუსი“ არაერთ პურის საცხობს დაუკავშირდა.
თუმცა ყველა მსგავს პასუხს ამბობს_ ვმუშაობთ, ჩვენზე უფრო არავის სურს პურის გაიაფება, თუმცა დრო გვჭირდება, ფასები ხშირად მერყეობს და შესაძლოა, ფქვილი კვლავ გაძვირდესო.
გაიაფებულია ქატო და მარცვლეულიც.
ერთი ტომარა, 25 კილოგრმიანი ქატო, რომელიც 30 ლარი ღირდა, ახლა 22 ლარი ღირს. ერთი ტომარა, 50 კილოგრამიანი ყვითელი სიმინდი თუ 70 ლარი ღირდა, ახლა ღირს 48 ლარი.
ავტორი