პუტინი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
“ის დღეს ნამდვილად არაადეკვატური ადამიანია, თავისი გარემოთი, სადაც ხალხი დიდ ფულს შოულობს ასეთ ბლოკირებაზე, ასეთ პროცესებზე, ძალიან პრაგმატულ ადამიანთა წრეში, რომლებიც ცხოვრობენ ამ ომის დროს. ისინი ბევრ ფულს შოულობენ, მაგრამ ის რადიკალურად არის განწყობილი უკრაინაში ხალხის განადგურებისკენ”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებითვე, პუტინი ეგოისტურად იქცევა და მისი მთავარი მიზანი ფულის შოვნაა.
”ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს არაეგოისტური პროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში ეს არის ფული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 17 ივლისს შეწყვიტა. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.