რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკის ფორუმზე 2 საათით დაგვიანების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა.
პუტინმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეკონომიკა, ბაზრები და გლობალური ეკონომიკური სისტემების პრინციპები საფრთხის ქვეშაა. პუტინის სიტყვებით, ამაში დამნაშავე აშშ და დიდი ბრიტანეთია.
“შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც ლონდონმა, ცივ ომში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მოგვიანებით კი, თავი დედამიწაზე მყოფ ღმერთებად მოიაზრეს, რომლებსაც არ აქვთ მოვალეობები, მხოლოდ ინტერესები”. – თქვა პუტინმა.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმს 2022 წელს პოლიტიკოსები დასავლეთიდან არ ესტუმრნენ.
ავტორი