რუსეთის პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავ თარიღს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ხიდის ასაშენებლად იყენებს. ამის შესახებ Reuters წერს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პარასკევს პრეზიდენტმა პუტინმა ტელეგრამები გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, სადაც მითითებულია, რომ დღევანდელი პრობლემების გადასაჭრელად ისევეა აუცილებელი მათი ერების თანამშრომლობა, როგორც მეორე მსოფლიო ომში.
ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში პუტინი ამბობს, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები ახლა გლობალური გამოწვევების წინაშე დგანან.
„ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“,_ წერს ის.
პუტინი ბრიტანეთის პრემიერს უცხადებს, რომ როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების ერთობლიობა იყო საჭირო, ასევეა საჭირო დღეს და იმ წლების ხსოვნა, შეიძლება დაეხმაროს ბრიტანეთისა და რუსეთის კავშირის გაუმჯობესებას.