ბელორუსის დიქტატორის ალექსანდრ ლუკაშენკოს ბოლო ბოდვა აშკარად მოუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იხვეწება, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები“, _ ასეთი დასკვნა გამოიტანა დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა ბელორუსი დიქტატორი ალექსანდ ლუკაშენკოს ბოლო გამოსვლის შემდეგ.
ცენტრის ხელმღვანელის ანდრეი კოვალენკოს თქმით, ლუკაშენკოს განცხადებებში აშკარად ჩანს იმის ნარატივი, რომ „რუსეთმა თავისას მიაღწია“, ამიტომ ომის დამთავრება ახლა უკვე შეიძლება.
როგორც unian.net და 24tv.ua იუწყებიან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი უკვე მიღწეულია _ „უკრაინა დენაციფიცირებულია“ და „უკრაინის მოსახლეობის 70 პროცენტს ზელენსკი სძულს“.
ლუკაშენკოს თქმით, უკრაინამ კურსკის ოლქზე თავდასხმისთვის რუსეთის ტერიტორიაზე მძლავრი სამხედრო შენაერთები შეუშვა და ეს ძალები დაქირავებული პოლონელი მეომრებით არის დაკომპლექტებული.
ლუკაშენკო ირწმუნება, რომ უკრაინა კურსკის ოპერაციით უბიძგებს რუსეთს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი.