“მისი საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისი [პუტინს] ეშინია. მაგრამ ვერავინ ამაზე გავლენას ვერ იქონიებს. ის თვითონ მოახდენს ამაზე გავლენას. მისი ეკონომიკა იმოქმედებს, სასანქციო პოლიტიკა იმოქმედებს.
ის, რომ [პუტინი] არ აკონტროლებს და არ იცავს თავის ყველა ტერიტორიას – ეს ყველაფერი იქნება სხვადასხვა ძალების ერთობლიობა, თუ ჩვენი პარტნიორები იქნებიან ისეთივე ძლიერები, როგორებიც არიან. თუ მათ მოუნდებათ არა სუპერ ძალების დემონსტრირება, არამედ უბრალოდ ენდომებათ თავიანთი რეალური ძალების ჩვენება. და თუ პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მის საზოგადოებაში დესტაბილიზაცია მოხდება, ამის შეეშინდება. ანუ პუტინს ამის ეშინია…
ეს ასევე დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე დამოკიდებულია მის ასაკზე. მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დამთავრდება. ანუ, მისი საკითხი შეიძლება დასრულდეს მანამ, სანამ ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. ამის ეშინია. ასევე, მარტო დარჩენის [ეშინია]. პოლიტიკური თვალსაზრისით პუტინის იზოლირება ბოლომდე ვერ მოხერხდა”.
– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში.