დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში არ შეიჭრებოდა და “გიჟურ, მაჩო ომის” არ დაიწყებდა. ამასთან დაკავშირებით ჯონსონმა გერმანულ გამოცემა ZDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს, “ტოქსიკური მასკულინიზმის” მაგალითია.
“პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ მგონია, რომ ის წამოიწყებდა შეჭრისა და ძალადობის ისეთ გიჟურ, მაჩო ომს, როგორიც ახლა აქვს.
თუ გსურთ ტოქსიკური მასკულინობის შესანიშნავი მაგალითი, ეს არის ის, რასაც ის აკეთებს უკრაინაში”, – თქვა ჯონსონმა.