კრემლი ახალ კანონს იღებს, რომელიც ჯერ რუსული მედიის მიერ არ გახმაურებულა, _ იუწყება unian.net.
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის სავალდებულო კანონის მიღების ფონზე, ჩინეთმა რუსეთში მყოფი მოქალაქეები გააფრთხილა.
ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ახალი კანონი სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მოითხოვს, რომ 18-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეობის არმქონე უცხოელმა მამაკაცებმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მინიმუმ ერთი წელი უნდა იმსახურონ, სანამ რუსეთის მოქალაქეობის ან რეზიდენტობის ნებართვის მისაღებად განაცხადს შეიტანენ.
„ჩინეთი შეშფოთებულია, რომ კრემლი ამ კანონს გამოიყენებს რუსეთში მცხოვრები ჩინელების სამხედრო სამსახურში იძულებით გასაწვევად“, _ აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
არაერთმა ექსპერტმა და მედიასაშუალებამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სამხედრო პერსონალის დეფიციტს განიცდის.































































