reuters- ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევს განუცხადა, რომ არსებობს შანსი, უკრაინაში ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს, „თუ საღი აზრი გაიმარჯვებს“, რაც, მისი თქმით, მისთვის სასურველი ვარიანტია, თუმცა მზადაა, ეს ძალით დაასრულოს, თუ ეს ერთადერთი გზა იქნება.
„მეჩვენება, რომ თუ საღი აზრი გაიმარჯვებს, შესაძლებელი იქნება ამ კონფლიქტის დასასრულებლად მისაღებ გადაწყვეტაზე შეთანხმება. ეს ჩემი ვარაუდია. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განწყობას და ვხედავთ არა მხოლოდ მათ განცხადებებს, არამედ მათ გულწრფელ სურვილს, იპოვონ ეს გამოსავალი… და მე ვფიქრობ, რომ გვირაბის ბოლოს გარკვეული სინათლეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, – თქვა მან და აღნიშნა:_ თუ არა, მაშინ ჩვენს წინაშე არსებული ყველა ამოცანის იარაღის ძალით მოგვარება მოგვიწევს.
თუმცა, პუტინმა არ გამოთქვა სურვილი, შეარბილოს თავისი დიდი ხნის მოთხოვნები.
მან განაცხადა, რომ მზად იყო ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართოს, თუ უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავა, თუმცა ნებისმიერი ასეთი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული და ხელშესახები შედეგებით დასრულდეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვის შეთავაზება, როგორც ასეთი შეხვედრის ადგილის, „მიუღებლად“ მიიჩნია.































































