რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიური თავდასხმა. ამის შესახებ მან დღეს მიმართვისას განაცხადა.
„დღეს დილით, თავდაცვის სამინისტროს წინადადებით და რუსეთის გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, განხორციელდა მასიური დარტყმა მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო იარაღით ენერგეტიკაზე, სამხედრო მართვაზე და უკრაინის საკომუნიკაციო საშუალებებზე“, – განაცხადა მან.
ამავე მიმართვაში პუტინი უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა და ფაქტიურად აღიარა, რომ უკრაინის ქალაქებში დილის ტერორი ყირიმის ხიდის აფეთქებას უკავშირდებოდა.
“ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბის მიხედვით რუსეთის ფედერაციისთვის მომდინარე საფრთხეების დონეს. ამაში ეჭვი არავის უნდა ჰქონდეს“, – ამბობს კრემლის დიქტატორი.
ავტორი