REUTERS- ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს გააორმაგა წინასწარი გადასახადები მოხალისეებისთვის უკრაინაში საბრძოლველად.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი, მიზნად ისახავს სამხედრო რეკრუტირების ხელშეწყობას, მაგრამ, სავარაუდოდ, დისბალანსს შექმნის ეკონომიკაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა რუსი, ვინც ჯართან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ახლა მიიღებს წინასწარ 400 000 რუბლს (4651 აშშ დოლარი). დადგენილება ასევე რეკომენდაციას უწევს, რომ რეგიონულმა ხელისუფლებამ ეს გადასახადი მათი ბიუჯეტიდან მინიმუმ იმავე ოდენობით დააკმაყოფილოს.