“პუტინის თავდასხმა უკრაინაზე არის გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთელ მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც განადგურებული და დევნილი არიან რუსული ძალადობის შედეგად”,_აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას ამერიკის შეერთებული შატატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
“პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი და თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს გადაწყვეტილებას დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დაცვაში”,_ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.