„პუტინის ოცნება ევროპის ჩამოშლაა“,_აღნიშნული განცხადება Bloomberg-ის ინფორმაციით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.
„პატივს ვცემ ვლადიმერ პუტინს და იმ ლიდერების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია და მიდგომაა საჭირო. ჩვენ რუსეთთან დისკუსია გვჭირდება“,_განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შვედეთის აღმოსავლეთელი მეზობელი არ იზიარებს ადამიანის უფლებების იმ ღირებულებებს, რასაც დანარჩენი კონტინენტი.
ის ასევე შვედური რადიო-მაუწყებლის ეთერში შვედეთის არჩევნებს გამოეხმაურა და შვედეთის ნაციონალისტურ ფიგურას, ჯიმი აკესონს შვედეთის ისტორიისა და ღირებულებებისთვის შეუსაბამო უწოდა.