BBC– ის ინფორმაციით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ნადეჟდინმა განაცხადა, რომ მას 100 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასარეგისტრირებლად.
“პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. არა მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მან გაანადგურა რუსეთის კონსტიტუცია, პარლამენტი, სასამართლო სისტემა,თავისუფალი არჩევნები და ა.შ. ჩემი მიზანია, რუსეთი გავხადო დიდი მშვიდობიანი და თავისუფალი ქვეყანა“, – თქვა მან BBC-ისთან საუბრისას.