„პუტინს სურს დაიხრჩოს უკრაინა სისხლში, განსაკუთრებით რუსი ჯარისკაცების სისხლში“, _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმის ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
გარდა ამისა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში გაგზავნილმა ბიჭებმა არ იციან ბრძოლა და იღუპებიან.
„ჩვენ უკვე ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ განახორციელა კურსანტების მობილიზება, ბიჭების, რომლებმაც არ იციან ბრძოლა, მათ სწავლაც ვერ დაამთავრეს. ყველა ეს ადამიანი ვერ იბრძვის. ისინი ჩვენთან მოდიან და კვდებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.