გერმანიაში ვიზიტის დროს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა გერმანული გამოცემა Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საერთაშორისო ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებების საგანი მხოლოდ ომის დასრულება და უკრაინისთვის ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო თანხის გადახდა უნდა იყოს.
“პუტინთან საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლება წარიმართოს. თუ როდის შეაჩერებს ის ამ სისხლიან ომს და როდის მოაგვარებს უკრაინასთან იმ საკითხს, რაც მის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ეხება. ყველაფერ დანარჩენს ჩვენ ცხადად ვხედავთ, ვხედავთ მის ქმედებებს, ზედმეტი სიტყვები არ გვჭირდება”, – თქვა სტეფანჩუკმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ლიდერები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
ავტორი