ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცენტრალურ ქალაქ ისპაანში ერთ-ერთ სამხედრო ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ. ამის შესახებ CNN ირანის სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა შაბათს გვიან ღამით მოხდა და ქარხნის სახურავზე მცირე დაზიანება გამოიწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, ირანის საჰაერო თავდაცვამ სამი დრონი ჩამოაგდო. ისაჰანის გუბერნატორის თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„აფეთქება მოხდა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სამხედრო ცენტრში. კომპლექსის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო კიდევ ორი თვითმფრინავის განადგურება. საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას არავინ დაღუპულა და მცირე დაზიანება მიადგა კომპლექსის სახურავს.“ – განაცხადა ისპაჰანის გუბერნატორის უსაფრთხოების უფროსის მოადგილემ მოჰამად რეზა ჯან-ნესარიმ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ მოგვიანებით განაცხადა, რომ აფეთქება “პატარა თვითმფრინავების” მიერ იყო გამოწვეული.
”იყო წარუმატებელი თავდასხმა თავდაცვის სამინისტროს სამრეწველო კომპლექსზე მცირე თვითმფრინავების მიერ, საბედნიეროდ არსებობდა პროგნოზები და საჰაერო თავდაცვის მექანიზმებმა, ერთ-ერთი მათგანი ჩამოაგდო”, – ნათქვამია IRNA-ს პოსტში Twitter-ზე, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
სამინისტროს არ დაუკონკრეტებია ვინ იყო ეჭვმიტანილი თავდასხმაში.
ავტორი