შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ბავშვს თავს დაესხა.
6 წლის ბავშვს რამდენიმე ნაკერი დაადეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
მათივე ცნობით, 74 წლის ქალი შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.