პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მოსმენის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ქალი დეპუტატები “მძიმე პროვოკაციას” გეგმავენ, რაც “უპასუხოდ არ დარჩება”.
“ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ. ვიცით ამის შესახებ. განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია და არ შეიძლება ასეთი მეთოდები, თქვენ რასაც გეგმავთ, ასეთი სიბინძურის არც მოფიქრება და არც დაგეგმვა არ შეიძლება და დანარჩენი ვნახოთ”,_ თქვა მდინარაძემ.