დღეს თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა _ მამაკაცმა ცოლს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცივი იარიღით, ყელი გამოჭრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს მათი არასრულწოვანი შვილებიც შეესწრო.
როგორც ირკევა, ს.კ. სამეგრელოდან იყო, სამეგრელოდან არის, ასევე, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი. თუმცა, ისინი, თბილისში რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად.
როგორც ” გურია ნიუსისთვის, ცნობილი ხდება ქალი, რომელიც ქმარმა ავტობუსში მოკლა, წლების წინ “ქართული ოცნების” შტაბში მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსს” ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდში მერაბ ქვარაია უდასტურებს.
მისი თქმით, გარდაცვლილი ს.კ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა რამდენიმე თვე.
“ჩვენი თანამშრომელი იყო წლების წინ. 2017 წელს დაიწყო მუშაობა, თუმცა, ჩვენი თანამშრომლობა რამდენიმე თვე გაგრძელდა. მას სამსახურის დატოვება და შვილის ავადმყოფობის გამო თბილისში გადასვლა მოუწია. ძალიან კარგი, მოწესრიგებული თანამშრომელი იყო”, _ ამბობს ქვარაია.
პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც შსს-ს აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.