ქალი წითლებში – წითელი სიყვარულის, სისხლისა და ომის ფერია. წითლებში ჩაცმული ქალი ძლიერ, პრინციპულ, ჯიუტ და სიცოცხლისმოყვარულ არსებად აღიქმება. ის ყოველთვის იწვევს საპირისპირო სქესის ინტერესს. თუ მამაკაცი არ არის საკუთარ თავში დაჯერებული და პიროვნულად სუსტია, შეიძლება შეეშინდეს ასეთი ქალის.
ქალი ლურჯებში – ლურჯი ფერი ძალიან ცოტა ქალბატონს უყვარს. ის წითლის სრულიად საპირისპირო ემოციებს აღძრავს. ხსნის ნერვულ დაძაბულობას. მშვიდია და აგრესიას მოკლებული. ლურჯებში ჩაცმული ქალი შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს. ის ხომ ისეთი მშვიდია და უშფოთველი. ცოტათი მოსაწყენიც. ამიტომ შეეცადეთ, გაახალისოთ ის. შესძინოთ სიმკვეთრე და ბრწყინვალება.
ქალი შავებში – პატარა ბავშვები უარყოფითად რეაგირებენ შავებში ჩაცმულ ადამიანებზე. რატომ? – იმიტომ რომ, მასში ძალას გრძნობენ. დიახ, შავი ფერი ძალაუფლების ფერია. სიმკაცრის, შეუვალობის. ის გამომწვევიც არის და ეფექტურიც. რესპექტაბელურიც და ყველა სოციალური ფენისთვის მისაღებიც. მართალია, ცოტათი განწყობას აფუჭებს, მაგრამ საბოლოოდ, ის მაინც წარმატებულია.
ქალი ყვითლებში – ის ისე ანათებს, როგორც მზის სხივი. ყვითელი ფერი მარტო მამაკაცებში კი არა, ქალებშიც სიხარულის განცდას ბადებს.
ქალი მწვანეში – მწვანე ფერი ყველაზე დადებითია. ის სტაბილურობის, სიმშვიდის განცდას ბადებს. მაგრამ არ არის ეფექტური. თუ გადაწყვეტთ, რომ მწვანე ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ, ეცადეთ, შავს შეუხამოთ, რომ პოზიტიურად მიგიღონ და თქვენთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილიც გაუჩნდეთ.
ქალი თეთრებში – ქალის აჩრდილი არამიწიერი არსებაა. მამაკაცების უმრავლესობას სწორედ ასეთი ასოციაცია უჩნდება, თავიდან ფეხებამდე თეთრებში გამოწყობა არ არის მომგებიანი. თუნდაც ძალიან გიხდებოდეთ და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. გინდათ, მამაკაცმა თქვენთან ურთიერთობაში დისტანცია დაიჭიროს?! – მაშინ, თქვენს თეთრ „განწყობას“ ფერადი აქსესუარი დაამატეთ.
ავტორი