მონტენეგროს ბუდვაში ევროპის ქალთა შორის რიგით მე-15 გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება 32 ევროპულ გუნდს შორის.
ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ- სიის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი: ბელა ხოტევანიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია; გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა.
საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი დიდი უპირატესობით თამაშობს _ მოიგო პირველი, მეორე, მესამე ტური. ყაიმით დაამთავრა მეოთხე ტური. საქართველოს ქალთა ნაკრებმა გუნდური ჩემპიონატის მეხუთე ტური დიდი ანგარიშით, 3:1 მოიგო. ამჯერად უნგრეთის ნაკრები დაამარცხეს. პარტიები მოიგეს ნინო ბაციაშვილმა, მერი არაბიძემ და ლელა ჯავახიშვილმა მოიგეს.
ავტორი