რუსთავში, ქალთა ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა.
“მეგობრებო, გარკვეული მიზეზების გამო, ხვალ, 17 იანვარს, ქალთა ციხესთან დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. ვწუხვარ, ვინც მზიასთვის სოლიდარობის გამოსახატად რუსთავში წამოსვლას აპირებდით, პირადად დაგიკავშირდით, დაგირეკეთ, მოგწერეთ, შემეხმიანეთ და ახლა გიცვლით დღის წესრიგს.
ბოდიშს ვუხდი განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც დღევანდელი ანონსის შემდეგ ხმას ვეღარ მივაწვდენ და ხვალ იქ შეიძლება მაინც მივიდნენ”,_ ავრცელებს ფეისბუქზე ინფორმაციას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.