ქარიშხალმა იანმა ფლორიდაში ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, იუწყება PowerOutage.us.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებას უკავშირდება.
მათი თქმით, გამორთვა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაიწყება აღდგენის ოპერაციები, მას შემდეგ, რაც ქარიშხალი იენი გაივლის.
გარდა ამისა, როგორც BBC იუწყება, ქარიშხალმა დააზიანა პორტ შარლოტში საავადმყოფოს სახურავი. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საავადმყოფოს შენობაც იტბორება და პაციენტების გაყვანააა საჭირო.
Working through #hurricane #ian in Port Charlotte.
Received this video from my sister who’s on call at the local #hospital #Hurricane_Ian #MedTwitter #medicine #doctor #florida #HurricaneIanupdate #dedicated pic.twitter.com/csyEglbvn0
— Heidi Goldstein, M.D. (@HVGoldsteinMD) September 28, 2022