BBC– ის ინფორმაციით, შოტლანდიაში ქარიშხალ Éowyn-ის შემდეგ ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც დააზიანა.
გარდა ამისა, როგორც BBC იუწყება, უამინდობას 1 ადამიანი ემსხვერპლა. 19 წლის ბიჭი ავტომობილში იმყოფებოდა, როცა ქარიშხლის შედეგად წაქცეული ხე მის ავტომობილს დაეცა.