ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ფლორიდაში ქარიშხალ მილტონს 16 ადამიანი ემსხვერპლა, მიყენებულ ზარალს ითვლიან.
REUTERS- ის ინფორმაციით, თეთრი სახლი დაპირდა მთავრობის მხარდაჭერას, რადგან ზარალის სრული ზომა ჯერ კიდევ უცნობია.
PowerOutage.us-ის თანახმად, ფლორიდაში დაახლოებით 2,75 მილიონი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არის მოსახლეობა, რომელსაც ელექტროენერგიის მიწოდება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ქარიშხალ ჰელენას შემდეგ არ აღდგენია.