ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას” სრული ერთპარტიული უმრავლესობა არ ექნება.
ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს
ოპოზიციური უმრავლესობაა ბათუმის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში
თუმცა, 31 ოქტომბერს, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკრებულოებში, სადაც “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ 14 მაჟორიტარი კანდიდატი დამარცხდა. საკრებულოების მაჟორიტარ წევრთა არჩევის მეორე ტური 24 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, რომელთა ფარგლებში ჯამში 42 მაჟორიტარის არჩევა მოხდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.
[sexy_author_bio]