https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ქართული ღომების ამბები“

16:03; 26.03.2024
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ესმა კუნჭულია, “ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმის” დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ღომის ღომზე საინტერესო ტექსტს ავრცელებს.

„ქართული ღომების ამბები

(საღამოს წასაკითხი ჩემი წიგნიდან)

“ღომები“ მრავლობითში ბოტანიკოსთა ტერმინია და მეც ასე დავტოვე.

1930 წელს ივანე ჯავახიშვილმა გამოსცა ოკეანური სიდიდის კვლევა – „ქართული ეკონომიკის ისტორია“, ტომი I, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა მცენარეთა და სამიწათმოქმედო ტერმინოლოგიის სამეცნიერო კვლევებს.

ჯავახიშვილის გენიალრობა ჩანს მისივე ისტორიის მიზნებში კვლევის მეთოდებსა და წყაროების გამოყენების სიუხვეში: იგი ჯერ ქართულ წერილობით წყაროებში ნაპოვნ ტერმინებს – მკვდარ ენებს ძველ ბერძნულსა და ლათინურს უტოლებდა და შემდეგ კი ეპოქათა მიხედვით სპარსულსა და არაბულს.

მხოლოდ ამის შემდეგ ცდილობდა დაეზუსტებინა ამა თუ მცენარის სახელები შემოსული იყო თუ ენდემური.

მარცვლეული ჯავახიშვილმა, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ორ ნაწილად დაყო, ისე, როგორც მორფოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იყოფიან: 1) თავთავიანი პურეული და ფეტვნაირი პურეული;

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება: ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია; მეორეს – ღომი, ფეტვი, ქვრიმა, ბრინჯი, სორგო, სიმინდი.

ჯავახიშვილი ეძებდა საუკუნეთა წიაღში ჩაკარგულ მცენარესაც- „ელვიმოსსაც“, რომელიც VI საუკუნეში ბიზანტიელ ჟამთააღმწერელს პროკოფიოს კესარიელს უხსენებია (ჯავახიშვილი, 1930: 366) სკანდისა და შორპანის ციხეებთან გამაგრებულ ბიზანტიის კეისრის მეციხოვნე ჯარისკაცებს კოლხებისა და ლაზების საყვარელი მცენარე „ელვიმოსი“ ვერ შეურგიათ და საქართველოდან გაქცეულან…

წინარე ქართველებს აპურებდა მცენარე ქვრიმაც, რომელიც მცენარე ღომივით „სეტარიაა“ – Setaria mocharica და საქართველოს ყველა კუთხეში იცნობდნენ.

მეგრელები მას „ქურიმას“ეძახდნენ, ჭანურად მისი სახელი – „მტკუი ქურუმ“ იყო, კახურად კი „ძურწა ფეტვი“. ქვრიმა ასევე ცნობილი იყო, როგორც „მელაკუდა ფეტვი“, „ძურწა“, „მჭადი“, „ჭადის-ჭადის“, „მჭადის ფეტვი“, „შავი ჭადი“ და სხვა (კეცხოველი, 1957).

ჩემს ფავორიტ მწერალს რაფიელ ერისთავს კი თავის „მცენარეთა ლექსიკონში“, 1884 წელს, ქვრიმა „კარწუმელის“ სახელით აქვს მოხსენიებული.

წარმოშობით ჩინური მცენარე „ღომი“, სამეცნიერო დისკურსში ლათინურად – Setaria italica (L.) იწოდება. XIX საუკუნის ცნობილმა შვეიცარიელმა ნატურალისტმა ა. დეკანდოლმა ნაშრომში „წარმოებული მცენარეების წარმოშობის ადგილი“ ისტორიულ, ლინგვისტურ და ბოტანიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ჩინეთში, იაპონიასა და ინდონეზიაში სახეობა Setaria italica ჩვენს ერამდე რამდენიმე ათასი წლის წინათ არსებობდა.

ჩვენსი ფეტვნაირთა ფართომასშტაბიანი მეცნიერული შესწავლა გუნდთან ერთად აკადემიკოსმა ნიკო კეცხოველმა 1944 წელს დაიყო.

საქართველოს ღომის ბოტანიკურ-სისტემატიკური კვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ ქართული ღომის სახეობა – Setaria italica-ის ქვესახეობაა და მას სეტარია კოლხიკა – ssp. colchica Maisaia& Gorgidze უწოდეს (მაისაია, 1987).

1947 წელს მეცნიერებმა (მენაბდემ და ერიციანმა) ზემო იმერეთში, ოკრიბაში, ჩხარსა და ზესტაფონში კულტურული ღომის ნათესებში ველური ღომი აღმოაჩინეს და მას აკადემიკოსი ნიკო კეცხოველის საპატივცემლოდ „სეტარია კეცხოველი“ – Setaria ketzchovelii Men.&Ericzjan უწოდეს (მენაბდე, ერიციანი, 1947).

1940-იან წლებში იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიდან შეაგროვეს ღომის 73 ნიმუში, რომელიც აჯამეთის მემინდვრეობის საცდელი სადგურის საკოლექციო ნაკვეთზე დაითესა.

ქართველი ფერმერების მიერ საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი ადგილობრივი ჯიშების გარდა, 1950-იან წლებში მეცნიერებმა შექმნეს ღომის ახალი ჯიშები:

  1. აჯამეთის N1; 2. აჯამეთის N2, 3. გრძელბეწვა; 4. იისფერი; 5. კუდალა; 6. მათრახა;
  2. ორთითა; 8. ჩაქურა; 9. თავწვრილა; 10. აჯამეთის ოქრომარცვალა; 11. აჯამეთის ყვითელმარცვალა; 12. ყვითელი ღომი; 13. აჯამეთის მოკლებეწვიანი; 14. აჭარულა;
  3. ხოტორა; 16. იმერული; 17. თეთრი ღომი (გორდაძე, ჩხენკელი, 1950).

აგროეთნოგრაფიის კვლევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი პროფესორ ჯულიეტა რუხაძეს (კახა ბენდუქიძის დედას), რომელმაც 1976 წლამდე დასავლეთ საქართველოში ღომის უამრავი ჯიში აღრიცხა.

 სამეგრელოში რუხაძემ აღრიცხა 22 ჯიში: 1. წითელი (ჭითა); 2. თეთრი (ჩე); 3. საადრეო (ცხედი); 4. საგვიანო (ციცვა); 5. კიკალობა (საადრეო ღომი);

  1. უსახელო (პატარა თაველიანი მოთეთრო ღომი); 7. კუხურე; 8. ქოჩობე; 9. კაპედი;
  2. გუდურე; 11. ხგკირე (საგვიანო ღომი); 12. ხეთურე (ძნელად გასაცეხვი მოშავო ფერის დიდთაველიანი ღომი); 13. გურულე (საგვიანო წვრილმარცვლიანი ღომი), რომელიც „დიდი ღომის“ სახელითაც იყო ცნობილი;14. რუსული (მსხვილმარცვლიანი ღომი);15. მოცოროზი//მოთოროზი (ეს სახელი შემხვდა იონა მეუნარგიას მოგონებებშიც – ე. კ.); 16. გუჯურე; 17. ბოჯგა//ბოჭკა (წვერიანია და „კუდა ღომს“ ეძახდნენ); 18. ჯონჯურა/ჯოჯურა;19. ზოდელა; 20. გოგუა;21. ცეც ღომი;
  3. ჯოღორე, ანუ ნანგერე (თავისთავად ამოსული წვრილთაველიანი, ანუ უხვბუსუსიანი ღომი).

გურიაში რუხაძემ აღრიცხა 18 ჯიში: 1. ბობოყვაური; 2. ნაჟღვლი თეთრი;

  1. ყვითელი უსახელო; 4. ურუშული//უროშაული;5. მათრახა; 6. ძირდაბალი;
  2. თეთრი ღომი; 8. ხაზარალა (დიდთაველა ღომი); 9. ბოჯგა//ჯონჯორე ღომი;
  3. ჯაშური, ანუ ბურჩხა ღომი; 11. შვიდკვირა;12. ხიტირია;13. ხეთურე;
  4. ორმოსავალა ღომი; 15. ბარამულა; 16. ჯორიელა; 17. ბამბულა (წითელი დიდთაველიანი გაფუმფულებული ღომი); 18. ჩაქურა (წვრილმარცვლიანი ღომი, რომელსაც ჩასკვნილი დიდი თაველი ჰქონდა).

ეთნოლოგ თედო სახოკიას გურიაში მოგზაურობისას დაუთვლია 6 ჯიშის ღომი: 1) თეთრი; 2) ბარამულა; 3) ძირდაბალი; 4) შვიდკვირა; 5) ხუჭილა და 6) ჯორიელა.

აჭარაში რუხაძეს დასახელებული აქვს 6 ღომი:1. კირჩხელურა;2. ბურჩხა;3. ბაწარაი;

  1. ბოჯგაი;5. ხუთურაი; 6. ჯაშური.

პ.ს. ჩამოთვლილი სახელებში კარგად ჩანს, რომ ღომი იყო შავიზღვისპირეთში ძლიერ პოპულარული მცენარე.  ფრანგი იუველირი ჟან შარდენი (XVII) წერდა, რომ ჩერქეზები, მეგრელები, თურქეთის მოხარკე ქართველები, აფხაზები, კავკასიის მცხოვრებლები, ყველა სხვა დანარჩენი, ვინც შავი ზღვის სანაპიროზე – მეოტიდის ჭაობის სრუტიდან ტრაპიზონამდე ცხოვრობნენ, მხოლოდ ღომის ფაფით იკვებებოდნენ და სომხეთსა და საქართველოში ბევრი წარჩინებულიც ღომს ხორბლის პურს ამჯობინებდა.

შარდენი წერდა, რომ თბილისის მთავარიცა და ახალციხის ფაშაც სიამოვნებით მიირთმევდნენ ღომს, ჭამის დროს კი ღვინოს მიაყოლებდნენ, რათა ღომის გამაგრილებელი და კუჭში გამხსნელი თვისება შეენელებინათ (შარდენი, 1975).

დღეს კი „ღომს“ სიმინდის ფაფას ვეძახით, რეალურად კი სულ სხვა გემოსა და სულ გაქანების მცენარეზე ვსაუბრობთ, რომელიც თითქმის XX საუკუნის შუამდე ჯერ კიდევ ცოცხალ კულტურად გვქონდა, მაგრამ გაქრა…

დღეისათვის ღომის მთავარ კერძად ყოფნის ტრადიციები განსაკუთრებით შემოინახულია სამეგრელოს მხარის უნიკალურ სამზარეულოში, თუმცა, დარწმუნებული ვარ ამ მცენარის გაცოცხლება მთელი საქართველოს სამეურნეო კულტურისთვის იქნება დიდი წარმატება.

ფოტოზე: მცენარე ღომი და ეთნოლოგი ჯულიეტა რუხაძე;

წერილში გამოქვეყნებული ტერმინების ჩამოთვლისას ვეყრდნობი რამდენიმე წყაროს, თუმცა მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი მთავარი წყარო, რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინათ გამოიცა: სადუნიშვილი, თ., მაისაია, ი., ბაცაცაშვილი, ქ., სიხარულიძე, შ., დარჩიძე, თ. „საქართველოს აგრარული კულტურა“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 2021;

ასევე მნიშვნელოვანი წყაროა: ვ. გორდაძე, თ. ჩხენკელი „დასავლეთ საქართველოს ღომები“, აჯამეთის მემინდვრეობის საცდელი სადგურის შრომები, ტომი 4, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 1950;

უნიკალური წიგნია ჯულიეტა რუხაძის „ცოცხალი ტრადიციები“, ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს, რომლის რედაქტორიც პროფესორი თამილა ცაგარეიშვილია; Tamila Tsagareishvili“.

ღომი
გაზიარება11Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

09:59; 5 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

09:28; 5 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

13:15; 28 ნოემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

13:06; 28 ნოემბერი, 2025

„ნიკა სურგულაძეს დღეს ჭანიეთიდან ვგულშემატკივრობთ“

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025
საზოგადოება

RSF: საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია

15:56; 9.12.2025
სამართალი

ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

15:47; 9.12.2025
მთავარი

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

15:38; 9.12.2025
მსოფლიო

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

15:17; 9.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9.12.2025
სამართალი

შსს: უპრეცედენტო რაოდენობის – 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გავანადგურეთ

14:01; 9.12.2025
ზაფრანი

რატომ იჩემებთ ნივთებსა და აქსესუარებს

13:53; 9.12.2025
ზაფრანი

გიყვართ შოკოლადი?

13:51; 9.12.2025
ზაფრანი

ზამთრის სტილი

13:49; 9.12.2025
ფინანსები

რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

13:20; 9.12.2025
საზოგადოება

როგორ მოუწევთ აბიტურიენტებს რეგისტრაციისას ფაკულტეტების არჩევა – მინისტრის მოადგილის განმარტება

13:05; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო