მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.
„ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112“, – წერს ეკა ხერხეულიძე.