“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ქართული ოცნების ჩოხატაურის საარჩევნო შტაბს დავით შარაშიძე უხელმძღვანელებს.
ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს.
შარაშიძის თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნებიან შტაბის წევრები.
“საარჩევნო შტაბს ჩოხატაურში მე ვუხელმძღვანელებ. შტაბის წევრების ვინაობა კი, ჯერჯერობით, უცნობია”, _ გვითხრა დავით შარაშიძემ.