დღეს, ოზურგეთში, საბრძოლო დიდების პარკში აქცია გაიმართა. აქციაზე „ქართული ოცნების“ რეგიონულმა კოორდინატორმა გიორგი ხავთასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვა და „სახალხო პარტიას“ შეუერთდა.
_ ჩემი ეს ნაბიჯი, გამოწვეულია იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იგნორირება გაუკეთა ბევრ ერთგულ ადამიანს, ვინც 2012 წელს იბრძოლა რეჟიმის შესაცვლელად და ესენი დღეს მათი წყალობით არიან ხელისუფლებაში, _ თქვა გიორგი ხავთასმა „გურია ნიუსთან“.
გიორგი ხავთასმა პარტიის დატოვების შესახებ „გურია ნიუსთან“ რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა.
“მარტამდე ვიყავი პარტიის რეგიონულ სამსახურში, მერე კი, უბრალოდ, მხარდამჭერი. დღემდე ვიყავი პარტიის წევრი ოფიციალურად”, _ თქვა ხავთასმა ჩვენთან საუბრისას.
„პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელი ლიდერის, შოთა გოგიბერიძის განცხადებით, თავადაც „სახალხო პარტიაში“ გადავიდა და არაერთი ოზურგეთელი შეუერთდა მათ რიგებს.
[sexy_author_bio]