„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს.
კითხვაზე – „ხვალ რომ თბილისი საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ 50,9%;
„ნაციონალური მოძრაობა“ 25,2%;
„საქართველოსთვის“ 5,7%;
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3,4%;
„პატრიოტთა ალიანსი“ 3,1%;
„ლელო“ 2,9%;
„მოქალაქეები“ 2,6%;
„მესამე ძალა“ 1,7%;
„ევროპული საქართველო“ 1,1%;
„ლეიბორისტული პარტია“ 0,9%;
„გირჩი“ 0,4%;
სხვა პარტიები 2,15.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.