“ქართული ოცნების” ოფისიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი ისევ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს და ერთად მოისმენენ სამოქმედო გეგმის კიდევ ერთ ნაწილს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მმართველი პარტიის ოფისთან 1 საათის წინ გადაინაცვლეს. ადგილზე მისულებს კი შსს-მ პოლიციის კორდონი დახვდა და აქციის მონაწილეებმა ვერ მოახერხეს სათაო ოფისთან მიახლოება.
ცნობისთვის, სახალხო მოძრაობაის “შინ ევროპისკენ” პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათევს, ხვალ დილით აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.
გეგმის დანარჩენი ნაწილი ეტაპობრივად, ამაღამ გახდება ცნობილი.
ავტორი