https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

14:38; 4.06.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული ტელევიზიების ცენზურის პოლიტიკა აამოქმედა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ”,_ ამის შესახებ განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” ავრცელებს.

“გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში მოქმედი წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების – „ტვ პირველისა“ და  „ფორმულას“, ასევე „მთავარი არხის“ (ვებგვერდი და სოციალური პლატფორმები) – წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, რომელთა შინაარსიც ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენება აუკრძალოს:  „რეჟიმის პატიმრები“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის პრემიერი“,  „არელეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. საგამოძებო კომისია“, „ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე“ და სხვ. 

კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება.

საჩივრებში ტელეკომპანიები დადანაშაულებულნი არიან „მიკერძოებულ გაშუქებაში“, „დეზინფორმაციის გავრცელებასა“ და „მმართველი პარტიის მიმართ ბალანსის დარღვევაში“. თუმცა, საქმე გვაქვს იმგვარ შემთხვევებთან, როდესაც მაუწყებლების მხრიდან დაცულია კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტანდარტები, გამოთქმულია რედაქციული ხასიათის მოსაზრებები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი.

ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი

„ქართული ოცნების“ მცდელობა, მის მიერვე კონტროლირებული მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით მჭიდრო შეზღუდვები დაუწესოს კრიტიკულ სამაუწყებლო საშუალებებს, კერძოდ, ფაქტობრივად აუკრძალოს მათ ხელისუფლებისათვის არასასიამოვნო შეფასებებისა და ეპითეტების სარგებლობა, ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც:

  • საქართველოს საზოგადოებაშიც და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც არსებობს უამრავი კითხვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსტიტიუტების ლეგიტიმურობის შესახებ; 
  • საზოგადოებაში, რომლის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს, „ქართულო ოცნების“ ხელისუფლებამ მორატორიუმი გამოაცხადა ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე; 
  • მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციები უხეში პოლიციური ძალის გამოყენებით იქნა დარბეული, პროტესტის ასობით მონაწილე გახდა წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი; 
  • ასობით პროტესტის მონაწილე დაექვემდებარა უსამართლო ფინანსურ და საპატიმრო ადმინისტრაციულ სანქციებს, ხოლო 60-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები დაუსაბუთებელი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საქმეებზე;
  • კანონმდებლობაში შეტანილი იქნა ანტიდემოკრატიული და ანტილიბერალური ცვლილებები, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ძირს უთხრის სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წყობილებას; ამ მხრივ, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია 2024 წლის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აგრეთვე, 2025 წლის აპრილში მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში;
  • კანონმდებლობის ფუნდამენტური გაუარესების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ფორმალური საფუძველბით ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა. 

ვიწრო კონტექსტი: სისტემური ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

ეს საჩივრები არ არის გამონაკლისი შემთხვევები. ისინი ნაწილია უფრო ფართო რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მიზანია:

  • ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების წახალისება (განსაკუთრებით პროტესტების დროს);
  • მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ;
  • ფინანსური წნეხისა და პოლიტიზებული საგადასახადო სისტემის შექმნა;
  • კანონმდებლობის გაუარესება, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების მქონე მედიების სტიგმატიზებასა და შეზღუდვას;
  • ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედიისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, იმ ფონზე, როდესაც დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია რეპრესიების სამიზნეა.

რატომ  არის ეს საჩივრები პრობლემური:

  • ეს არის პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული SLAPP საჩივრების (საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სარჩელები) მკაფიო მაგალითი, რომელთა მიზანიც მედიის სისტემური დაშინებაა და არა რეალური დარღვევის აღმოსაფხვრა;
  • შეიცავს მედიის მარეგულირებელი მექანიზმების ბოროტად გამოყენების ნიშნებს, რაც ხელს უშლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას;
  • არასწორად განმარტავს ბალანსის პრინციპს, მოითხოვს მმართველი პარტიისთვის თანაბარ ეთერს, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ კრიტიკულ ტელევიზიებში სტუმრობასა და მათთან თანამშრომლობაზე;
  • საჩივრები წარმოადგენს უფრო ფართო ავტორიტარული ტენდენციის გამოხატულებას, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება კრიტიკული ხმების ჩასახშობად და სამოქალაქო სივრცის შესავიწროებლად.

საერთაშორისო სტანდარტები, რომლებსაც „ქართული იცნების“ ეს საჩივრები არღვევს:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მათ შორის, მედიის უფლება გააკრიტიკოს საჯარო პირები;
  • გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N34 – აღიარებს მედიას, როგორც მთავარ ინსტრუმენტს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად;
  • OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი სახელმძღვანელოები, რომლებიც აფრთხილებენ, რომ მარეგულირებელი არ უნდა იქცეს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში;
  • ევროპის საბჭოს რეკომენდაცია CM/Rec(2016)4, რომელიც ხაზს უსვამს მარეგულირებლის დამოუკიდებლობის აუცილებლობას და კრძალავს კრიტიკული შინაარსის ჩახშობას.

ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს:

  • მკაფიოდ და საჯაროდ დაგმონ მარეგულირებელი ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ;
  • მოითხოვონ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობა და პროცედურული სამართლიანობა;
  • უზრუნველყონ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა საქართველოში, მათ შორის, სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმებით;

დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა.  კრიტიკული მაუწყებლების სამართლებრივი დაშინება წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე მის საერთაშორისო ვალდებულებებთან.

ვგმობთ, მედიაზე ცენზურის დაწესების ამ ფორმებს და მოვითხოვთ საერთაშორისო მხარდაჭერას ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დასაცავად”,_ აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

“გამოიდარებს” თუ არა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გურიაში

14:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

14:23; 5 მარტი, 2026

ULC ტერმინალმა ახალი ლოჯისტიკური ჰაბი შექმნა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო