დღეს, 4 თებერვალს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტარტს აიღო ზამთრის XXIV ოლიმპიურიმა თამაშებმა. მართალია გახსნის ცერემონია 16:00 საათზე (საქართველოს დრო) დაიწყება, თუმცა მანამდე რამდენიმე საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე ჩატარდა. მოციგურავეთა გუნდურ შეჯიბრებაზე გიორგი რევია/მარია კაზაკოვას წყვილმა სპორტული ცეკვები (მოკლე პროგრამა) 64.60 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა, არინა საფინა/ლუკა ბერულავას წყვილმა სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა) -64.79 ქულით მე-6 ადგილი, მორის ყვითელაშვილმა კი (კაცები, მოკლე პროგრამა) 92.37 ქულით მე-4 ადგილი.
შეჯიბრებების განრიგი:
4 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა (გუნდური შეჯიბრი) 06:55- 10:55 საათი
მორის ყვითელაშვილი – ერთეულები (მოკლე პროგრამა)
გიორგი რევია/მარია კაზაკოვა – სპორტული ცეკვები (მოკლე პროგრამა)
ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა – სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)
5 თებერვალი – ციგა (1-2 დაშვება ) 15.10 -18:00 საათი – საბა ქუმარიტაშვილი.
6 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა (გუნდური შეჯიბრი) 05:30 – 08:40 საათი
მორის ყვითელაშვილი – ერთეულები (თავისუფალი პროგრამა)
ანასტასია გუბანოვა – ერთეულები (მოკლე პროგრამა)
ციგა (3-4 დაშვება) – 15:30 – 18:15 საათი – საბა ქუმარიტაშვილი
7 თებერვალი – სამთო თხილამურობა 06:15- 11:45 საათი – ნინო წიკლაური – გიგანტური სლალომი
8 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა 05:15-09:30 საათი – მორის ყვითელაშვილი – ერთეულები ( მოკლე პროგრამა)
9 თებერვალი – სამთო თხილამურობა 06:15 – 11:45 საათი – ნინო წიკლაური – სლალომი
10 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა 05:30 – 09:40 საათი – მორის ყვითელაშვილი – ერთეულები ( თავისუფალი პროგრამა)
12 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა 15:00 -16:40 საათი – გიორგი რევია /მარია კაზაკოვა – სპორტული ცეკვები (მოკლე პროგრამა)
13 თებერვალი – სამთო თხილამურობა – 06:15 – 12:05 საათი – სოსო ჯაფარიძე – გიგანტური სლალომი
14 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა – 05:15 -08:50 საათი – გიორგი რევია /მარია კაზაკოვა – სპორტული ცეკვები (თავისუფალი პროგრამა)
15 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა – 14:00 – 18:25 საათი – ანასტასია გუბანოვა – ერთეულები (მოკლე პროგრამა)
16 თებერვალი – სამთო თხილამურობა – 06:15-12: 05 საათი – სოსო ჯაფარიძე – სლალომი
17 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა – 14:00-18:10 საათი – ანასტასია გუბანოვა – ერთეულები (თავისუფალი პროგრამა)
18 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა – 14:30-17:45 საათი – ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა – სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)
19 თებერვალი – ფიგურული ციგურაობა – 14:30-17:45 საათი – ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა – სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა)
20 თებერვალი – დახურვის ცერემონია – 16:00 საათი
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი. განრიგში მითითებულია საქართველოს დრო.
[sexy_author_bio]