https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველები, რუსები და ფუნქციონერები

12:09; 22.10.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსმა სპორტულმა ფუნქციონერებმა არაერთი ქართველი დაჩაგრეს და ამისი არაერთი მაგალითი ვიცით. კარგი და ცუდი ყველა ერში არსებობს. გაგიკვირდებათ და არაერთი ის ფაქტიც მოიძებნება, როდესაც რუსმა მწვრთნელებმა თანამემამულეები არ გაახარეს და გზა ქართველ ათლეტებს გაუხსნეს. სპორტი პოლიტიკისაგან შორს უნდა იდგეს. ამ მიზნით რუსულ-ქართული სპორტული ურთიერთობების რამდენიმე დადებით და სამაგალითო შემთხვევას გავიხსენებ.

ალბათ გახსოვთ საბჭოთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, აწ განსვენებული კონსტანტინე ბესკოვი. საქართველოში ამ პიროვნების სახელი უპირველეს ყოვლისა დავით ყიფიანის იგნორირებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ბესკოვს მიაწერენ ყიფიანის საფეხბურთო კარიერის ადრე დასრულებას.  იმ პერიოდიდან  დიდი დროა გასული და საინტერესოა თუ როგორ გაიხსენებდა 1982 წლის მსოფლიო პირველობის წინაპერიოდს სსრკ-ის ეროვნული გუნდის მაშინდელი თავკაცი. რამდენიმე წლის წინ ბესკოვს ჩვენებური მას-მედიის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

„ეს დრომოჭმული თემაა, რომელსაც უამრავი ჭორები მოჰყვა და მათ სიმართლესთან არაფერი აქვთ საერთო. მე ეროვნული ნიშნით მოთამაშეთა შერჩევისას არასოდეს მიხელმძღვანელია და რატომ უნდა დამერღვია ეს პრინციპები ყიფიანის შემთხვევაში? გახსოვთ, რამდენი თბილისელი და კიეველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა ნაკრებში 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე? ძალიან ბევრი. ყიფიანს მაშინ თამაში არ შეეძლო. ხომ არ შეიძლება მოედანზე დაშავებული ფეხბურთელი გამოიყვანო? კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: დავით ყიფიანის ნიჭს ძალიან ვაფასებდი, მაგრამ მე ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობდი”.

კარიერის დასრულების შემდეგ დავით ყიფიანმა სამწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყო. ერთი ხანობა რუსეთშიც მუშაობდა, სადაც იქაური ჩემპიონატის ბოლო ადგილზე და გასავარდნად განწირული იაროსლავის „შინიკი” ჩაიბარა. ეს გუნდი ყიფიანმა სეზონის დასასრულისთვის ცხრილის შუაგულამდე აიყვანა.

ყიფიანი-მწვრთნელის რუსულ წარმატებებს მაშინ კონსტანტინე ბესკოვიც გამოეხმაურა და ქართველს გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცში” საკმაოდ თბილი სტრიქონები მიუძღვნა:

„დავით ყიფიანი ერუდირებული პიროვნება და კარგი ანალიტიკოსია. მწვრთნელის მონაცემები მას ჯერ კიდევ თბილისის „დინამოში” და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშებისას ეტყობოდა. ყიფიანი დიდებული ფეხბურთელი გახლდათ და ტაქტიკაშიც ბევრს სჯობნიდა. მან სერიოზულად მოჰკიდა ხელი მწვრთნელის რთულ საქმეს. ოპტიმისტურად ვაფასებ დათოს პერსპექტივებს ახალ როლში. მან უკვე შეიძინა სათანადო გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. რატომ არ უნდა ისახელოს თავი სამწვრთნელო ასპარეზზე ამ დიდებულმა მოთამაშემ?”

მოარული ხმებით ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ვლადიმერ მასლაჩენკო შოვინიზმით გამოირჩეოდა და ქართველები თითქოსდა გულზე არ ეხატებოდა. დაახლოებით ათი წლის წინ, ერთ-ერთ საფეხბურთო გადაცემაში მასლაჩენკომ შემდეგი წინადადება წარმოთქვა: „მთელ საბჭოთა კავშირში არავინ გამოჩნდა, გინდაც ჩინოვნიკი, გინდაც ვინმე გავლენიანი ადამიანი, ვინც თბილისში ჩავიდოდა და ყიფიანს  მსოფლიო ჩემპიონატზე წამოიყვანდა“.

ალბათ საინტერესო იქნება ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ ურუშაძის ერთი მოგონება:

„ხშირად ამბობენ, რომ ბესკოვი არ იყო კარგად განწყობილი ქართველი ფეხბურთელების მიმართ. მე ეს არ მიგრძვნია. ანდა როგორ უნდა მეგრძნო, როცა ქუთაისის „ტორპედოს” მეკარეს იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში დიდი ნდობა გამიმიცხადა და კარშიც დამაყენა. მერეც არ ყოფილა ჩვენი ურთიერთობა ცუდი. მე ესპანეთშიც გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თუმცა ძირითად შემადგენლობაში კვლავ იაშინი იდგა“.

მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო ფეხბურთის სამმართველოს და საერთოდ, საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისის „დინამოს” მიმართ აშკარა მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, რუსი და ქართველი ფეხბურთელების მეგობრობა გულშემატკივრებს დღესაც ახსოვთ.

გაგიკვირდებათ და ცნობილმა ფეხბურთელმა, ვალენტინ ივანოვმა სლავა მეტრეველის დაკრძალვაზე საკუთარი ფული – 3 500 დოლარი გაიღო. როგორც სტაჟიანი ქართველი გულშემატკივრები იგონებენ, რუსმა ფეხბურთელებმა, ასევე დიდი პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული შოთა იამანიძის ნათელ ხსოვნას.

ნება მომეცით კიდევ ორი გამოჩენილი ქართველი სპორტსმენი გავიხსენო. 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიური თამაშების ძიუდოისტთა ასპარეზობაში გამარჯვებულის ტიტული 22 წლის გორელმა შოთა ჩოჩიშვილმა მოიპოვა. მანამდე სპორტის, ამ სახეობაში საბჭოთა კავშირს ოლიმპიური ჩემპიონი არ ჰყოლია. ქართველი სპორტსმენისათვის გამარჯვებამდე მიმავალი გზა იოლი არ აღმოჩნდა. მის წარმატებაში დიდი წვლილი იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადლენ ანდრეევმა ითამაშა.

ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე წლით ადრე, თბილისის საერთაშორისო ტურნირი 19 წლის, მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა შოთა ჩოჩიშვილმა მოიგო. ანდრეევმაც შოთა მაშინ პირველად ნახა და საბჭოთა ნაკრებში შეიყვანა. მომავალ წელს, მიუხედავად მწვრთნელის დიდი სურვილისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩოჩიშვილი არ გაუშვეს, ასაკის გამო გამოუცდელობა დასწამეს.

ოლიმპიური თამაშების წინ ანდრეევმა ჩოჩიშვილს მოსამზადებელ ეტაპზე უხმო, მაგრამ მაშინდელი საკავშირო სპორტკომიტეტის უფროსობამ შოთა შინ დააბრუნა. ანდრეევი ამ უსამართლობას არ შეეგუა, მოსკოვში გაემგზავრა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დიდი ბრძოლების შემდეგ დაარწმუნა ხელმძღვანელობა, რომ ჩოჩიშვილი მიუნჰენში პირველ ექვსეულში მაინც შევიდოდა.

ბოლოს და ბოლოს ანდრეევმა შეძლო საკავშირო სპორტული უფროსობის გადარწმუნება და 22 წლის გორელი მოჭიდავე მიუნჰენში გაემგზავრა. იქ კი, 1972 წლის 1 სექტემბერს ფინალურ ბრძოლაში, ბრიტანელი დევიდ სტარბრუკის დამარცხების შემდეგ ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ხარობდა მთელი საქართველო, უხაროდა ვლადლენ ანდრეევსაც, რადგან მისი ბრძოლა ჩოჩიშვილის კანდიდატურის გასაყვანად ამაო არ აღმოჩნდა.

ეხლა კი სიტყვას გამოჩენილ ქართველ ფალავან გურამ საღარაძეს გადავცემ.

„1958 წელს, 19 წლისა, უკვე დიდების საკავშირო ნაკრების კანდიდატი ვიყავი, 60-იან წლებში – მუდმივი წევრი. ნაკრებში ქართველები საკმაოდ ვიყავით – რუბაშვილი, ბერიაშვილი, ლომიძე. მოკლედ ძალზე ძლიერი თაობა მოვიდა, რომელმაც უმტკივნეულოდ შეცვალა წინა სახელოვანი თაობა.

საკავშირო ნაკრების ბევრი კანდიდატი იყო ქართველი და მაშინდელი ნაკრების მწვრთნელს, ალექსანდრ დიაკინსაც შეუმჩნეველი არ ვრჩებოდით. დიაკინი ძალზე კარგი კაცი იყო. იგი შორს იდგა ტრადიციული რუსული შოვინიზმისგან, ამიტომაც მას გესლიანად „კავკაზკი პლენნიკს“ ეძახდნენ. მოჭიდავეებში იგი უპირველესად ოსტატობას აფასებდა. ქართველებთან ძალზე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ჩვენც მეტსახელად „ჯოკიას“ ვეძახდით და ქართულ სადღეგრძელოებსაც კი ვასწავლიდით. სწორედ მისი დამსახურება იყო, ნაკრები სხვადასხვა ეროვნების მოჭიდავეებისგან შეკრული გუნდი რომ იყო“.

რუსი სპორტული ფუნქციონერების გაქილიკება გვიყვარს, მაგრამ გვავიწყდება რომ რატომღაც ისტორიულად საქართველოში ყველაზე „კომუნისტი კომუნისტები“ იყვნენ. რასაკვირველია ყველა მათგანზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში ქართველ სპორტსმენებს მათ უფრო მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე მოსკოვში მოღვაწე ფუნქციონერებმა.

იგივე სომხები საკუთარ კლუბებს მუდმივად გვერდში ედგნენ და მოსკოვთან ღიად დაპირისპირებას ხშირად არ ერიდებოდნენ. მაგალითად, წინა საუკუნის 80-იან წლებში ცენტრალურმა პრესამ ლაფში ამოსვარა აბოვიანის “კოტაიკის” საფეხბურთო გუნდი. სომხები რუსებს მაგრად დაუხვდნენ: თავისიანები არათუ დასაჯეს, მომხვდურს იქეთ კუდით ასროლინეს ქვა.

ქართველები ზოგჯერ ხმას იღებდნენ. იმავე 80-იანი წლების დასაწყისში რუსთავის „მეტალურგის” ფეხბურთელები შუა აზიაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა ქართველმა მოთამაშემ სამარყანდში, თემურ-ლენგის სასაფლაოს სახალხოდ დააშარდა. ეს ამბავი იმ ხანად ჩაიფარცხა და ამის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა გაიგეს.

მაპატიონ ყოფილმა ქართველმა პარტიულმა მაღალჩინოსნებმა, მაგრამ დაიცვეს კი თბილისის „დინამო” 1953 წელს, როდესაც საკავშირო ჩინოსნებმა თითქმის მოპოვებული სსრკ-ის ჩემპიონის წოდება ჩამოართვეს და მოსკოვის „ტორპედოსთან” გადათამაშება დაუნიშნეს. ამოიღო კი ვინმემ ხმა 1965 წელს, როდესაც იგივე საბჭოთა ფუნქციონერებმა თბილისის „დინამო” ევროპის ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ არ გაუშვეს? ქართველი სპორტული ჩინოვნიკების ახირების გამო ვადამდე ადრე დაასრულა კარიერმა დიდმა მიშა მესხმა.

წინა საუკუნის 80-იან წლებში, ცნობილი ქართველი კალათბურთელი მიხეილ ქორქია ე. წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკის” გამო რამდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, მავანმა ჩვენებურმა პარტიულმა მუშაკმა ქუთაისის საკალათბურო დარბაზში გაკრული ქორქიას სურათი დემონსტრაციულად ჩამოხია. ამავე პერიოდში ერთმა თბილისელმა კომკავშირის ჩინოვნიკმა, სპორტის სასახლეში მიხეილ ქორქიასათვის გამოყოფილ მუდმივ სკამზე მისი გვარ-სახელი გადააშლევინა. ეს ის ფაქტები მოგიყვანეთ რომლებიც უშუალოდ წერილზე მუშაობის დროს გამახსენდა. ანალოგიური მაგალითების გახსენება კიდევ არაერთი შეიძლება.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16 იანვარი, 2026
სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13 იანვარი, 2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10 იანვარი, 2026

მარკ ცუკერბერგის „უცნაურობა”

პოლონეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა - გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს

10:41; 24.01.2026
ზაფრანი

რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა

10:40; 24.01.2026
ზაფრანი

ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევებს

10:39; 24.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ კარგავთ სიყვარულს

10:37; 24.01.2026
საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24.01.2026
სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო