ქართველები ტაო-კლარჯეთში ხანძარს ებრძვიან! _ პოსტს ფეისბუქგვერდზე ქსელის მომხმარებელი გიორგი გ. გიგაური ავრცელებს.
“თურქეთში წარღვნის შემდეგ, უპრეცედენტო მასშტაბის ხანძრებია!
მთელი ქალაქები და სოფლები იწვის…
და ჩვენი მთავრობის ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ დავეხმაროთ სახანძრო მანქანებით!
და რაოდენ სიმბოლურია:
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი მეხანძრეები ასე მასშტაბურად, ტაო-კლარჯეთის ძირძველ ქართულ მიწებზე აქრობენ ცეცხლს!
ჰფარავდეს უფალი ჩვენს სისხლსა და ხორცს!” _ წერს გიგაური.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, თურქეთში მასიურ ხანძრებს ებრძვიან. დაღუპულია, სულ მცირე, რვა ადამიანი.
ხანძარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ცეცხლის შვილებმა” აიღო.