ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.
პირველ ცდაზე მან 173 კგ ასწია, მეორეზე – 177 კილოგრამის დაძლევა ვერ შეძლო, მესამეზე კი იგივე წონა – 177 კგ დაძლია.
პირველი მოძრაობის შემდეგ საუკეთესო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ბოადი სანტავი (კანადა) – 178 კგ
2. კეიდომარ ვალენილია (ვენესუელა) – 177 კგ
3. ანტონ პლესნოი (საქართველო) – 177 კგ.
წინ არის ასპარეზობა აკვრაში, რომლის შედეგადაც 96 კგ წონით კატეგორიაში მედალოსნები გამოვლინდებიან.