ავსტრიის გრან პრის დასრულების შემდეგ, ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, რომელიც ხაზს უსვამს ქართველი ჯუდოკების წარმატებას გლობალურ ასპარეზზე.
აღნიშნული მსოფლიო რეიტინგი სპორტსმენების მიერ გასულ შეჯიბრებებზე მიღწეულ წარმატებასა და დაგროვილ ქულებს ეფუძნება. ამასთან, ჯუდოკას თითოეული რეიტინგი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობას განსაზღვრავს.
მსოფლიო რეტინგის პირველ ათეულში მოხვედრილი ქართველი სპორტსმენების სია ასე გამოიყურება:
- 60 კგ წონით კატეგორიაში სარდლაშვილი გიორგი მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს;
- 66 კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილი ვაჟა მე-6 ადგილზეა მსოფლიოში;
- 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილი ტატო პირველ ადგილზეა;
- 90 კგ წონით კატეგორიაში ბექაური ლაშა მე-2 ადგილს იკავებს;
- 90 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილზეა მაისურაძე ლუკა;
- 100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძე ილია მე-4 ადგილზეა;
- 100+ კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილი გურამი კი მე-3 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ქალებს, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 21-23 მარტს საქართველოში თბილისი გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 52 ქვეყნის 400-ზე მეტი ჯუდოკა მიიღებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.
(R)